8 იანვარს თბილისის ზოგიერთ უბანში გადაუდებელი სამუშაოების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი” ავრცელებს.
მთაწმინდის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის, ვირსალაძის, ათონელის, ჭანტურიას, მელიქიშვილის, იაკობ ნიკოლაძის, როდენის, ქუჩიშვილის, ღამბაშიძის და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ზაქარია მაისურაძის, ინგუშეთის, არსუკიძის, გიორგი ბაბილოძის, გელა ბელქანიას, ქერჩის, ომარ ხიზანიშვილის, ნუგზარ კალანდაძის, რამაზ გოგიაშვილის, თეიმურაზ ბატონიშვილის და ხუდია ბორჩალოელის ქუჩების მოსახლეობას.










