ქვეყანაში დელტა შტამი დომინანტური ხდება. ინდური ვარიანტი ბრიტანულ შტამს უკვე ფარავს, ვირუსის ძირითადი კერები კი თბილისი და ბათუმია. ასევე გამოჩნდა დელტა + ვარიანტიც, რომლის 10 შემთხვევა უკვე ოფიციალურად დადასტურდა.
„თბილისსა და ბათუმში უკვე მთლიანად დელტა შტამი ტრიალებს. დანარჩენ საქართველოში კი 80%-მდე. გარდა ამისა, დადასტურებული გვაქვს “დელტა +-ის” 10-მდე შემთხვევა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ.











