თბილისსა და იმერეთში, 22:00 საათიდან რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა დღეიდან იზღუდება.
შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის გუშინდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გაახმოვანა.
როგორც პრემიერმა განაცხადა, ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ვირუსის გავრცელების სისწრაფე შევანელოთ.











