თბილისში, აბუსერიძე-ტბელის ქუჩაზე კაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ინფორმაციას imedinews.ge-ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.











