ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ავარია მოხდა. შემთხვევის შედეგად, დედა და ორი ბავშვი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ისინი საავადმყოფში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც მთვრალ მდგომარეობაში, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.











