თბილისში ავტობუსის კონტროლიორს კორონავირუსი დაუდასტურდა. – ინფორმაცია ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს.
მათი თქმით, კონტროლიორს მგზავრებთან შეხება არ ჰქონია.
„კონტროლიორი 10 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყო, მას მგზავრებთან შეხება არ ჰქონია. როგორც კი თავი შეუძლოდ იგრძნო სამსახურში არ გამოსულა, თან იმ პერიოდში მას დასვენების დღეები ჰქონდა. დღეს მან კომპანიას შეატყობინა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა“, – გვითხრეს სანტრანსპორტო კომპანიაში.











