რამდენიმე წუთის წინ „კურიერისთვის“ ცნობილი გახდა, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთი ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა.
წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელს მძევლები ჰყავს აყვანილი. ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზელბულნი.
„კურიერის“ გადამღები ჯგუფი დეტალებს შემთხვევის ადგილზე არკვევს.











