fbpx
01/10/2023
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თბილისში დაჯარიმდა სტომატოლოგიური კლინიკები, სადაც სათვალთვალო კამერები ხმასაც იწერდა

11:27 მარტი 26, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
6.3k
ნახვა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა თბილისში მდებარე ერთ-ერთ სტომატოლოგიურ კლინიკაში ვიდეოსათვალთვალო სისტემის მეშვეობით პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება შეამოწმა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

შემოწმებით დადგინდა, რომ საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით სტომატოლოგიურ კლინიკაში განთავსებული ვიდეოსათვალთვალო კამერები, რომელთა ხედვის არეალში ხვდებოდა კლინიკის შესასვლელი, ადმინისტრატორის სამუშაო სივრცე და საპროცედურო ოთახები, ვიდეომონიტორინგის პარალელურად აუდიომონიტორინგსაც ახორციელებდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ დასაქმებული პირები, თუმცა აუდიომონიტორინგის თაობაზე გამაფრთხილებელი ნიშნების არარსებობის გამო, კლინიკის ვიზიტორები არ იყვნენ ინფორმირებულნი.

აუდიომონიტორინგის განხორციელების მიზნად კლინიკამ პაციენტსა და კლინიკის თანამშრომელს შორის კონფლიქტის ან გაუგებრობის არსებობის შემთხვევაში რეალური გარემოებების დადგენა მიუთითა.

ვინაიდან 24 საათიანი აუდიომონიტორინგი განაპირობებდა კლინიკაში დასაქმებულ პირებსა და ვიზიტორებს შორის განხორციელებული ნებისმიერი შინაარსის – სამსახურებრივი თუ არასამსახურებრივი – საუბრების კონტროლის შესაძლებლობას, ამასთან, კლინიკაში მუშავდებოდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არ გაიზიარა კლინიკის ზემოაღნიშნული არგუმენტაცია, აუდიომონიტორინგი არ მიიჩნია დასახელებული მიზნის მიღწევის ადეკვატურ და პროპორციულ საშუალებად და განმარტა, რომ პაციენტსა და კლინიკის თანამშრომელს შორის კონფლიქტი უნდა გადაწყვეტილიყო ადამიანის უფლებების ნაკლებ შემზღუდავი გზით (მაგალითად, სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოებით).
შემოწმებით ასევე დადგინდა, რომ კლინიკას მონაცემთა დასაცავად არ ჰქონდა მიღებული სათანადო უსაფრთხოების ზომები. კერძოდ, ვიდეოჩანაწერების შემნახველ მოწყობილობასთან წვდომა შესაძლებელი იყო პაროლის გარეშე, რამდენიმე პირი სარგებლობდა ერთი მომხმარებლის სახელით და მოწყობილობა სრულად არ აღრიცხავდა მონაცემთა მიმართ შესრულებულ მოქმედებებს (ვინ შევიდა სისტემაში, ვინ დაათვალიერა და მოუსმინა ჩანაწერებს, ვინ გადმოწერა იგი და ა.შ.), რაც ქმნიდა მონაცემთა უკანონო გასაჯაროების ან სხვაგვარად დამუშავების საფრთხეს და ჩანაწერებზე არაკანონიერი წვდომის შემთხვევაში ართულებდა დამრღვევი პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე და 46-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის კლინიკას დააკისრა ჯარიმა.

ამავდროულად, დაავალა აუდიომონიტორინგის შეწყვეტა და ვიდეოთვალთვალის სისტემაში ჩანაწერების უსაფრთხოებისთვის შესაბამისი ზომების მიღება.

თეგები: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტს მეორე მოსმენით კენჭი უყარა

დეკემბერი 30, 2021
763
საზოგადოება

თეა წულუკიანს, ნიკა გვარამიას სატელეფონო ნომრის გასაჯაროებისთვის, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაეკისრა

მაისი 21, 2021
807
მთავარი ამბავი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა „ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრების მონაწილე გ.მ.-ს დაკავების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

აპრილი 14, 2021
786

ბოლო განახლებები

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
760

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
760

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
761

ბიზნეს ოვერდრაფტი

აგვისტო 25, 2023
760

თბილისი ენერჯი

ივლისი 31, 2023
784

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.2k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.3k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.4k

ბოლო სტატიები

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია