თბილისში დღეს კორონავირუსის 976 შემთხვევა ფიქსირდება. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რეგიონებიდან ამჟერად ყველაზე მეტი ინფიცირებული იმერეთშია.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 2 401 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 2 289 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 20.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 004 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 4 335.











