ხანძარი იყო, ცოტა ხნის წინ, თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ცეცხლი გაზგასამართ სადგურს გაუჩნდა.
როგორც “პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და მისი გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.










