18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება, დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, 18 მარტს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„მთიან რეგიონებში ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი მატების შედეგად თოვლის ინტენსიურმა დნობამ და თანდართულმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თბილისი ღამით +6°, დღისით +13°, წვიმა.
სოხუმი ღამით +8°, დღისით +13°, წვიმა.
ბათუმი ღამით +10°, დღისით +12°, წვიმა.
ფოთი ღამით +9°, დღისით +13°, წვიმა.
ზუგდიდი ღამით +9°, დღისით კი +11°, წვიმა.
ქუთაისი ღამით +9°, დღისით +12°, წვიმა.
მესტია ღამით -1° და დღისით +1°, თოვლი.
ბორჯომი ღამით +3°, დღისით კი +15°, წვიმა.
ახალციხე ღამით +4°, დღისით კი +7°, წვიმა.
ცხინვალი ღამით +5°, დღისით +10°, წვიმა.
რუსთავი ღამით +5°, დღისით +14°, წვიმა.
თელავი ღამით +5°, დღისით +13°, წვიმა.
ლაგოდეხი ღამით +7°, დღისით +15°, უნალექო ამინდი.
სიღნაღი ღამით +5°, დღისით კი +13°, წვიმა.
ცაგერი ღამით +5°, დღისით კი +7°, წვიმა.
ბახმარო ღამით -3°, დღისით 0°, თოვლი.











