„ტვ პირველის” ინფორმაციით, თბილისის ერთ-ერთ რაიონში, წარსულში ნასამართლევი მამაკაცი თავის აფეთქებით იმუქრება. მას ხელში ყუმბარა უჭირავს. ის არაფხიზელ მდგომარეობაშია. ამ წუთებში მასთან მოლაპარაკებებს სამართალდამცველები აწარმოებენ.
პოლიცია შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს მათივე უსაფრთხოების გამო მუშაობის უფლებას არ აძლევენ.
“პრაიმტაიმნიუსი” მომხდარზე დეტალებს არკვევს.









