საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
13 ივლისის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 1 136 შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 1 136 შემთხვევა, აჭარა – 98, იმერეთი – 164, ქვემო ქართლი – 104, შიდა ქართლი – 56, გურია – 11, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 64, კახეთი – 115, მცხეთა-მთიანეთი – 54, სამცხე-ჯავახეთი – 32, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.
ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. დღეს საქართველოში კორონავირუსის 1862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 5.3 %-ია.











