საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
23 ივლისის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 1 363 შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 1 363 შემთხვევა, აჭარა – 240, იმერეთი – 196, ქვემო ქართლი – 139, შიდა ქართლი – 118, გურია – 36, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 89, კახეთი – 181, მცხეთა-მთიანეთი -62, სამცხე-ჯავახეთი – 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 2 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 6.32 %-ია.











