საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
24 ივლისის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 1 485 შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 1 485 შემთხვევა, აჭარა – 236, იმერეთი – 220, ქვემო ქართლი – 153, შიდა ქართლი – 123, გურია – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 111, კახეთი – 152, მცხეთა-მთიანეთი -45, სამცხე-ჯავახეთი – 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 2 617 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 6.03 %-ია.











