8 დეკემბერს თბილისში კორონავირუსის 1 729 შემთხვევა გამოვლინდა,- ინფორმაციას ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბი ავრცელებს.
„დღეს გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 729 შემთხვევა, აჭარაში – 339, იმერეთში – 673, ქვემო ქართლში – 419, შიდა ქართლში – 354, გურიაში – 126, სამეგრელო-ზემო სვანეთში -388, კახეთში – 384, მცხეთა-მთიანეთში – 109, სამცხე-ჯავახეთში – 111, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -41.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში გარდაიცვალა 36 ადამიანი.











