საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
18 აგვისტოს მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 2 298 შემთხვევა გამოვლინდა.
რეგიონებში კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 2 298 შემთხვევა, აჭარა – 877, იმერეთი – 789, ქვემო ქართლი – 355, შიდა ქართლი – 318, გურია – 188, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 313, კახეთი – 452, მცხეთა-მთიანეთი – 140, სამცხე-ჯავახეთი – 122, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 62.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 5914 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 10.40%-ია.











