ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორის, მარინა ენდელაძის განამრტებით, ბოლო დღეებში თბილისში ინფიცირების შემთხვევები იმატებს, რაც საყურადღებოა.
„ყველას ინფიცირების წყარო ცნობილია, თუმცა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა. თბილისში იმატებს შემთხვევები. ჯერ არ არის ეს ტრაგიკული, თუმცა თვე-ნახევარში 8 ათასს ასცდა უკვე ინფიცირებულების საერთო რაოდენობა. 134 ასეთი დიდი ქალაქისთვის ბევრი არ არის, თუმცა მაინც ყურადღებით უნდა ვიყოთ“,- განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 472 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 318 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 3.











