თბილისში, მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ამ წუთებში, მეტეხის მიმდებარე ტერიტორიაზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
გარდაცვლილის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.











