თბილისში, პეკინის გამზირზე ხანძარი ლოკალიზებულია. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. საცხოვრებლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ ადგილობრივმა უთხრა, ცეცხლმოკიდებული ბინიდან ქალი გადმოხტა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.










