fbpx
29/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თბილისში საახალწლო გალაკონცერტი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

10:42 დეკემბერი 31, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
867
ნახვა

კორონავირუსი პანდემიის გამო, თბილისში საახალწლო გალაკონცერტი მაყურებლის გარეშე ჩატარდება და  მისთვის თვალყურის დევნება ტელეეკრანებიდან იქნება შესაძლებელი. საახალწლო გალაკონცერტი 23:00 საათზე დაიწყება.

როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, საახალწლო გალაკონცერტი სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება, სადაც შემსრულებლები სპეციალურად მოწყობილ სცენაზე წარდგებიან, რომელიც რამდენიმესართულიან, აივნებიან და ტერასებიან სახლს წარმოადგენს. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, პროექტი სწორედ აივნებზე, ტერასებსა და ფანჯრებთან მოწყობილი პერფორმანსების იდეას ეფუძნება.

გარდა სპეციალურ სცენაზე წარმოდგენილი მუსიკალური ნომრებისა, ასევე იქნება პირდაპირი ჩართვები თბილისის სხვადასხვა უბნიდან.

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გალაკონცერტის მიმდინარეობისას მაქსიმალურად იქნება დაცული დაწესებული რეგულაციები. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე მუსიკალურ ნომრებს ახალგაზრდები შეასრულებენ, მაღალი რისკის მქონე შემსრულებლები კი საკუთარი, საახალწლოდ მოწყობილი სახლის ფანჯრებიდან და აივნებიდან ჩაერთვებიან.

საახალწლო კონცერტის რეჟისორები ბასა ფოცხიშვილი და დავით დოიაშვილი არიან. მუსიკალური ხელმძღვანელი დათო ევგენიძე, ხოლო დამდგმელი მხატვარი თამარ ფოცხიშვილია.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მაქსიმალურად შეეცადნენ, ესტრადის ყველა წარმომადგენელი ყოფილიყო ჩართული საახალწლო ღონისძიებებში. ამასთნ, როგორც დედაქალაქის მერი განმარტავს, ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საახალწლო გალაკონცერტი სატელევიზიო ეთერით იყოს გადაცემული.

„ყველამ კარგად ვიცით, თუ რა მდგომარეობაა მსოფლიოში. მხედველობაში მაქვს პანდემია, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის. რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა გრძელდება, ჯერ არ დასრულებულა, ეს ომი არ მოგვიგია. იმისთვის, რომ დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობის უსაფრთხოება, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ საახალწლო კონცერტი მხოლოდ და მხოლოდ სატელევიზიო ეთერით იქნება გადაცემული. ყველა ტელევიზიას ექნება შესაძლებლობა, რომ გააშუქოს, სიგნალი იქნება გაშვებული“ , – განაცხადა კალაძემ.

თეგები: გალაკონცერტითბილისის მერია

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ანა დოლიძე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

აგვისტო 14, 2021
792
მთავარი ამბავი

უსაფრთხოების მიზნით, ლორთქიფანიძის N10-დან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

აგვისტო 13, 2021
778
დედაქალაქი

თბილისის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

აგვისტო 12, 2021
774

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია