თბილისში, საბურთალოზე საცხოვრებელი სახლიდან გათბობის ქვაბი მოიპარეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქურდობის დროს ქვაბი ჩართულ მდგომარეობაში იყო.
როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.











