თბილისში სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ცნობილია რომ მედიკოსი საბურთალოს ფილიალში მუშაობდა.
„პრაიმტაიმ ნიუსის“ ინფორმაციით, აღნიშნულ ფილიალში მომუშავე პერსონალის უმრავლესობა ამ დროისთვის კარანტინშია გადაყვანილი. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
„პრაიმტაიმ ნიუსი“ შესაბამის სამსახურებში დამატებით ინფორმაციას ამ დრომდე არკვევს.











