თბილისში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, რომელიც წარსულში ამავე დანაშაულისთვის არის ნასამართლევი. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ვიქტორია სექიურიტის“ თანამშრომელმა – თ.კ.-მ მიმდინარე წლის 17 ივნისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1977 წელს დაბადებულ ზ.თ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.











