თბლისის ლოკომოტივისა და იუნკერების მორაგბეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. მორაგბეები თვითიზოლაციაში გადავიდნენ.
გადაიდო დიდი ათის ორი შეხვედრა, სადაც „ლოკომოტივსა“ და „იუნკერებს“ უნდა ეთამაშათ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ასევე გამოჯანმრთელდა 246 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 11.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5721 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 836.











