fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თეა ახვლედიანი: „ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას ვახორციელებთ, რათა სრულფასოვნად აღდგეს თავისუფალ გადაადგილებაზე წვდომა მთელი მოსახლეობისთვის“

08:16 მაისი 20, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
792
ნახვა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე იმყოფებოდა.

თეა ახვლედიანი აფხაზეთიდან გადმოსულ მოსახლეობასა და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ადგილზე  გადმოსული მოქალაქეებისთვის საჭირო სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფენ. სახელმწიფო მინისტრმა ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმომსვლელთათვის სოფელ რუხში ენგურის ხიდთან განთავსებული სამედიცინო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების ტესტირების პროცესს გაეცნო.

„ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობის მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობის შემსუბუქება ჩვენი ყოვედღიური საქმიანობის და საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. ბუნებრივია, ამ კონტექსტში განიხილება საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების უფლების სრულფასოვნად აღდგენა. ამ მიმართულებით, როგორც ცნობილია, ჩვენ გადავდგით არაერთი ქმედითი ნაბიჯი და განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ინიციატივები, ჩვენს ხელთ არსებული არაფორმალური კომუნიკაციის არხების გამოყენებით, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით. გასულ სექტემბერს ორგანიზებულად მოხერხდა 1000-ზე მეტი სტუდენტის, მოსწავლის და მათი თანმხლები პირების გადმოყვანა კონტროლირებად ტერიტორიაზე, განათლების პროცესის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით. მოგვიანებით კი, საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით შესაძლებელი გახდა ხანდაზმულთათვის პენსიის შეუფერხებლად აღება.

დღესდღეობით, როგორც ცნობილია, თავისუფალი გადაადგილება შეუზღუდავია პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ვახორციელებთ ძალისხმევას, რათა სრულფასოვნად აღდგეს თავისუფალ გადაადგილებაზე წვდომა მთელი მოსახლეობისთვის. ამ ეტაპზე ასევე აღსანიშნავია, რომ მთელი ამ პროცესის განმავლობაში არ შეფერხებულა სპეციალური საჭიროების და გადაუდებელი ჯანდაცვის მიზნით მოქალაქეთა გადმოსვლა კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ადგილზე დღეს გავეცანი შესაბამისი უწყებების მიერ განთავსებულ ინფრასტრუქტურას, მის შეუფერხებლად მოქმედებას და დავრწმუნდი, რომ მოქალაქეებს მიეწოდებათ სერვისები სრულფასოვნად. დღეში რამდენიმე ასეული ადამიანი კვეთს საოკუპაციო ხაზს და როგორც აღვნიშნე, საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურ ძალისხმევას აგრძელებს იმისათვის, რომ სრულფასოვნად აღდგეს თავისუფალი გადაადგილების უფლება საოკუპაციო ხაზზე“- განაცხადა თეა ახვლედიანმა.

თეგები: თეა ახვლედიანიოკუპაცია

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

სუს-ი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სექტემბერი 11, 2021
780
მთავარი ამბავი

კარლ ჰარცელი დე-ფაქტო ხელისუფლებას ცხინვალში და რუსეთს „სამხრეთ ოსეთის” ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ყველა გადაკვეთის პუნქტის გახსნისკენ მოუწოდებს

სექტემბერი 5, 2021
794
პოლიტიკა

სრულიად წარმოუდგენელია, რომ 21-ე საუკუნეში საოკუპაციო ძალა ბერლინის კედლებს გვიშენებს საქართველოს შუაგულში, ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში – ზალკალიანი

აგვისტო 9, 2021
807

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია