fbpx
13/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თეა ახვლედიანი: ოკუპირებული რეგიონებიდან რეგულარულად გადმოგვყავს კოვიდინფიცირებული ადამიანები და ვმკურნალობთ

21:25 დეკემბერი 22, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
822
ნახვა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის, თეა ახვლედიანის განცხადებით, პანდემიის დაწყების დღიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან 250 კოვიდპაციენტი გადმოიყვანეს. ამ ხნის განმავლობაში 2 500-მდე ადამიანი მოთავსებული იყო როგორც კოვიდსასტუმროში, ისე იზოლაციასა და კარანტინში.

„პანდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან, არა ერთხელ იქნა გაცხადებული ჩვენი  მთავრობის მიერ, რომ მოსახლეობა საოკუპაციო ხაზს მიღმა არ დარჩებოდა პირისპირ ამ გამოწვევასთან და ამ განცხადების შემდეგ გადადგმული იქნა მყისიერი ნაბიჯები. კერძოდ, აფხაზურ და ოსურ ენებზე დაუყოვნებლივ მომზადდა და გავრცელდა შესაბამისი საინფორმაციო მასალა, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ცენტრის პროტოკოლები. საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით აფხაზეთის რეგიონს ეწვია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მისია, ადგილზე არსებული მდგომარეობის შეფასების და რეკომენდაციის შემუშავებისთვის; ადგილობრივი ექიმებისთვის დღემდე რეგულარულად მიმდინარეობს ონლაინ კონსულტაციების გაწევა და შესაბამისი რჩევების მიცემა ქართველის სპეციალისტების მიერ. აფხაზეთის რეგიონს რეგულარულად მიეწოდება სამედიცინო აღჭურვილობა, მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები და რა თქმა უნდა მიმდინარეობს კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების გადმოყვანა და მკურნალობა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამასთან, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გამყოფ ხაზებთან მცხოვრები ადამიანებისთვის, მათ შორის სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ობოლი ბავშვებისთვის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ჩვენ ვახორციელებთ სოციალური დახმარების პროექტებს და რა თქმა უნდა როგორც კოვიდპანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე ამ დახმარებების გახორციელების კუთხით ჩვენ განვაგრძობთ აუცილებლად ძალისხმევას.

აქვე მინდა გამოვთქვა უკიდურესად დიდი წუხილი, ცხინვალის რეგიონში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რადგან ის სრულ იზოლაციაში რჩება და საქართველოს ხელისუფლების მიერ არაერთხელ გამოხატული დახმარების მზაობა არის კვლავ და კვლავ უარყოფილი დაოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. ეს არის ძალიან სავალალო და აქვე მინდა გამოვიყენო ეს ტრიბუნა და მოვუწოდო იმ ადამიანებს, რომლებიც დგანან ამ გადაწყვეტილებების უკან, რომ ჰუმანიტარული მიზნით მისცენ იქ მყოფ მოქალაქეებს სხვადასხვა საჭიროებაზე თავისუფალი წვდომის შესაძლებლობა.

მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩვენ მიღებული გვყავს 250-მდე კოვიდპაციენტი მკურნალობის მიზნით; ასევე გვყავდა დაახლოებით 2500-მდე ადამიანი კოვიდსასტუმროებში, თვითიზოლაციასა თუ კარანტინში. ასევე როგორც თქვენთვის ცნობილია, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს, სახელმწიფო უფასო რეფერალური პროგრამის ფარგლებში ემსახურება, რამაც განაპირობა ნამდვილად ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. აღნიშნული პროგრამით მხოლოდ წელს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ისარგებლა დაახლოებით 900-მა ადამიანმა.

რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების მიღებას. ამ პროცესს კოორდინირებულად მართავს რა თქმა უნდა საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებები. ოკუპირებული ტერიტორიიდან კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების მიღების რამდენიმე შესაძლებლობა არსებობს: მკურნალობის მსურველ პირებს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ადგილზე მოქმედი სამედიცინო სფეროს თუ საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების დახმარებით, შეუძლიათ მიმართონ როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზებს, ასევე ჩვენ,  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს. ამ მიზნით ასევე გამოიყენება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სასწრაფო სამედიცინო ევაკუაციის მექანიზმი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზი. პაციენტის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის დადგენისთანავე, ხდება რეაგირება რა თქმა უნდა და, საჭიროების შემთხვევაში, მათი კონტროლირებად ტერიტორიაზე მიღება. ხოლო საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უკვე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ევაკუაციას და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებსა და საკარანტინე ზონებში განთავსებას ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტრო“.

თეგები: თეა ახვლედიანიკორონავირუსი

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

13 288 ინფიცირება, 51 გარდაცვალება – ეპიდვითარება საქართველოში

თებერვალი 19, 2022
806
მთავარი ამბავი

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 32 ადამიანი გარდაიცვალა – რამდენია ინფიცირებული

იანვარი 5, 2022
793
საზოგადოება

საქართველოში „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული

იანვარი 3, 2022
818

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია