fbpx
19/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თეა წულუკიანმა ბრიტანეთის ელჩთან კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა

21:42 აპრილი 12, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
798
ნახვა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა სიხარულიძემ ბრიტანეთის ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონსა და საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს გენერალურ დირექტორს ზაზა ფურცელაძეს უმასპინძლეს და სტრატეგიული თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თეა წულუკიანმა ელჩს მადლობა გადაუხადა კულტურის სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის და აღნიშნა, რომ ბრიტანეთის საბჭოს ჩართულობით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით სტრატეგიული ნაბიჯების დაგეგმვა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო თავისუფალ შემოქმედთათვის ელექტრონული პლატფორმის, ე.წ. „ვირტუალური ჰაბის“ შექმნას, სადაც ნებისმიერ ხელოვანს საშუალება მიეცემა დარეგისტრირდეს და წარმოაჩინოს საკუთარი შემოქმედება. პლატფორმა სამინისტროსა და ხელოვანებს შორის კომუნიკაციის მიმართულებით ერთგვარი ხიდის ფუნქციას შეასრულებს. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაზე, ინკლუზიური მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე და სხვადასხვა ასპექტში თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სამუზეუმო საქმიანობაში ბრიტანელი კოლეგების მიერ გამოცდილების გაზიარება, თბილისისა და რეგიონების მუზეუმებს, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მენეჯმენტსა თუ სამუზეუმო სივრცეების მოწყობის მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევაში.

ბრიტანეთის ელჩმა, თავის მხრივ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია