fbpx
03/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თეატრ „გლობუსს“ სანდრო მრევლიშვილის სახელი მიენიჭა

22:21 თებერვალი 10, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
863
ნახვა

10 თებერვალს, გამოჩენილ ქართველ თეატრალურ რეჟისორს, სანდრო მრევლიშვილს, დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თეატრ „გლობუსს“, მისი, როგორც დამფუძნებლის, სახელი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„სანდრო მრევლიშვილის სახელს ქართული თეატრის ისტორიაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა უკავშირდება, მან არაერთი თაობა აღზარდა და ოთხი თეატრი დაარსა. შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერმა სრულად გაიზიარა თეატრალური საზოგადოების მოთხოვნა, რომ სანდრო მრევლიშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თეატრ „გლობუსს“ მისი სახელი მიენიჭოს. დარწმუნებული ვარ, რომ დღეიდან ეს თეატრი გაათმაგებული პასუხისმგებლობით განაგრძობს იმ შემოქმედებას, რომელსაც სანდრო მრევლიშვილი ეწეოდა მისი ცხოვრების მანძილზე“ – განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ.

სანდრო მრევლიშვილი 1958 წელს ჩაირიცხა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. 1959 წელს გიორგი ტოვსტონოგოვის რჩევით სწავლა განაგრძო ლენინგრადის  თეატრალურ აკადემიაში, რომელიც 1963 წელს დაასრულა. 1963-1966 წლებში დამდგმელ რეჟისორად მუშაობდა სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. 1966-1973 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დამდგმელი რეჟისორი. 1973 წელს დააარსა სახელმწიფო ახალგაზრდული თეატრ-სტუდია „მეტეხის თეატრი“, რომელსაც ხელმძღვანელობდა 2007 წლამდე. 1994 წელს დააარსა თეატრი „ძველი სახლი“ – პირველი დამოუკიდებელი თეატრი ქართული თეატრის ისტორიაში. 2004 წელს რეჟისორის ინიციატივით და მისი პროექტის მიხედვით აშენდა თეატრი „გლობუსი“, რომელსაც ხელმძღვანელობდა 2007 წლამდე. 2014 კვლავ დაინიშნა იგივე „გლობუსის“ სამხატვრო ხელმძღვანელად და აღნიშნულ თანამდებობას, გარდაცვალებამდე იკავებდა.

სანდრო მრევლიშვილს დადგმული აქვს 100-ზე მეტი სპექტაკლი. აღსანიშნავია მისი დრამატურგიული მოღვაწეობაც. მისი პიესების კრებული მოიცავს 11 პიესას. ამასთანავე,  ათწლეულების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. ის არის ორი სახელმძღვანელოს ავტორი.

სხვადასხვა წლებში სანდრო მრევლიშვილს მიღებული აქვს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება, საქართველოს  სახალხო არტისტის წოდება, ღირსების ორდენი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის ჯილდო, გიორგი ერისთავის სახელობის პრემია და  სახელმწიფო პრემია სპექტაკლისთვის “მარტორქები ორკესტრში“.

თეგები: თეატრი

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ თელავის დრამატულ თეატრში მეორე პრემიერა შედგება

აპრილი 23, 2021
772
საზოგადოება

ფონდ „ქართუს“ დახმარებით ზუგდიდს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი თეატრი ექნება – მალხაზ თორია

იანვარი 25, 2021
785
საზოგადოება

თეატრებისა და კინოების გახსნა ისევ გადაიდო

ნოემბერი 2, 2020
866

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია