თებერვალში „კოვაქს“ პლატფორმიდან საქართველოსთვის ველოდებით ვაქცინის გარკვეულ მოცულობას, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ვაქცინა იმ მოწყვლად ჯგუფებზე გადნაწილდება, რომლისთვისაც ვირუსის გავრცელება არის ყველაზე მეტად რისკის შემცველი.
“დღეის მდგომარეობით ჩვენ გვაქვს ინტენსიური მოლაპარაკებები, რაც გულისხმობს იმას, რომ თებერვლის თვეში ველოდებით საქართველოსთვის კოვაქს პლატფორმიდან გარკვეული ვაქცინაციის მოცულობას, რომელიც შესაბამისად იქნება გადანაწილებული იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომლისთვისაც ვირუსის გავრცელება არის ყველაზე მეტად რისკის შემცველი”, – განაცხადა ტიკარაძემ იმედის ეთერში.











