ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ თებერვლიდან საერთაშორისო ფრენებზე ყველა შეზღუდვის მოხსნა იგეგმება.
როგორც თურნავა ამბობს, ანტიკრიზისული დახმარების შედეგად, პოზიტიური ტენდენციები ფიქსირდება ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით.
„დასრულების ფაზაშია ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გაფართოების პროგრამა. ჩვენ ვგეგმავთ, რომ უკვე თებერვლიდან პრაქტიკულად გავაუქმოთ ყველა შეზღუდვა საერთაშორისო ფრენებზე და ეს განახლებული ინფრასტრუქტურა უმასპინძლებს სტუმრებს და ასევე მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.











