“თელასი” და “ენერგო პრო” ორ-ორ ნაწილად უნდა გაიყოს, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.
ნარმანიას თქმით, ტარიფის ენერგიის კომპონენტი 6 თვით დაადგინეს, თუმცა როცა ენერგოკომპანიებთან დაკავშირებით ცვლილებები განხორციელდება, შესაძლებელი იქნება მისი გრძელვადიანი დამტკიცება.
“”თელასი” და “ენერგო პრო” ორ-ორ ნაწილად უნდა გაიყოს. ისინი დარჩებიან ქსელის მფლობელ კომპანიებად, ხოლო მიწოდების ნაწილში მთავრობამ, შესაძლოა, მათ ან სხვა კომპანიას დააკისროს ეს ვალდებულება. ამიტომ, ტარიფის მეორე კომპონენტი, რასაც ჰქვია ენერგიის კომპონენტი, ჩვენ ამ ეტაპზე, დავადგინეთ 6 თვით, მაგრამ მას შემდეგ, რაც მიმწოდებელი კომპანიები დასახელდებიან და მათ მიეცემათ მარეგულირებელი კომისიის მიერ ლიცენზია, ჩვენ პატარა გადამტკიცება მოგვიწევს ზაფხულში. 6 თვიანი სამომხმარებლო ტარიფი მივიღეთ, მაგრამ ქსელური კომპონენტი 5 წელზე მივიღეთ და ზაფხულის შემდეგ, ეს შემდგომ პერიოდზეც გადავრცელდება,” – განაცხადა დავით ნარმანიამ “დღის კურიერის” ეთერში.










