უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად და COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით სს „თელასი“ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის.
„14 აპრილიდან „თელასი“-ს მომსახურების ცენტრებში მომხმარებელთა მიღება დროებით შეჩერდება. კომპანიის მომხმარებლები სრულყოფილი დისტანციური მომსახურებით ისარგებლებენ.
კომპანიის მომსახურების მიღება შესაძლებელია call-ცენტრის (2 77-99-99), კომპანიის ოფიციალური facebook-გვერდის (ს.ს თელასი – ოფიციალური გვერდი) და ვებ-გვერდის (www.telasi.ge) მეშვეობით.
ნებისმიერი განცხადების გაგზავნა კომპანიაში შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე telasi@telasi.ge.
ვებ-გვერდზე (my.telasi.ge.) რეგისტრაციის გავლის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია ონლაინ რეჟიმში განცხადების შევსება ახალ აბონენტად დარეგისტრირების და გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შესახებ.
სს „თელასი“-ს ყველა შესაბამისი სამსახური შეუფერხებლად მუშაობს თბილისის უწყვეტი ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად“,- ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.










