კრიტიკულად მძიმეა, თელავი-გურჯაანის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული, 47 წლის მამაკაცის მდგომარეობა.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალთან მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, სწრაფად მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა.
შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, დაშავებულის გამოსაყვანად, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს, ავტომობილის გაჭრა მოუხდათ.
მამაკაცი, უმძიმესი ტრამვებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია უატარდება.
საავადმყოფოს მენეჯერის, ხათუნა ჭონიაშვილის განმარტებით, პაციენტი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.
„უმძიმესი მდგომარეობა აქვს, ოპერაციას უტარებენ. გვაქვს ვარაუდი, რომ ჯერ ინსულტი განვითარდა და შემდეგ შეჯახება მოხდა. ექიმები ამ წუთშიც იბრძვიან მის გადასარჩენად. ჯერჯერობით, პროგნოზის გაკეთება მიჭირს- განაცხადა ჭონიაშვილმა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











