თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ერთი მგზავრი, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გარდაცვლილი დაცვის პოლიციის თანამშრომელია. ექიმების განმარტებით, მას სიცოცხლისთენ შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა, თელავი-ყვარლის ცენტრალურ გზაზე დილით მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა, გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია.











