თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის სამარშრუტო ავტომანქანის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა. მამაკაცი 50 წლამდე ასაკისაა და მას ინფექცია PCR-ტესტირებით გამოუვლინდა.
სამარშუტო ტაქსის მძღოლი უსიმპტომო პაციენტია, ამიტომ მას განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდება. ეპიდემიოლოგები ინფიცირების წყაროსა და კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ.
სამარშრუტო ავტომანქანა, ერთ-ერთი სოფლიდან მუნიციპალიტეტის ცენტრის მიმართულებით დღის განმავლობაში რამდენიმე მარშრუტს ასრულებს და მთლიანობაში, ორი სოფლის მოსახლეობას ემსახურება.
თელავის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 4 დადასტურებული შემთხვევაა.
დღევანდელი მდგომარეობით, კახეთის რეგიონში 63 კოვიდინფიცირებულია.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











