შოთა ნარეკლიშვილმა კორონა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა , თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში ჩაიტარა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერი თვლის, რომ ვაქცინაცია ყველაზე ეფექტური გზაა კონონავირუსის დასამარცხებლად და მოსახლეობას აცრის ჩატარებისკენ მოუწოდა.
,,დღესდღეობით, ერთადერთი და სწრაფი გზა, კოვიდ პანდემიის შესაჩერებლად, არის ვაქცინაცია. მე დღეს ჩავიტარე აცრა, თავს კარგად ვგრძნობ და მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, დროულად დარეგისტრირდნენ“, – განაცხადა ნარეკლიშვილმა.
კახეთში სინოფარმით აცრა 4 მაის დაიწყო. თელავის , გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში ადგილები 24 მაისამდე დაჯავშნულია.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











