ამ წუთებში, ხანძარია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში. „პრაიმტაიმნიუსის“ ინფორმაციით, სოფელთან დაახლოებით ნახევარ კილომეტრში, ერთ ჰექტარ ფართობზე, ეკალ-ბარდი იწვის.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი.
ცეცხლის დასახლებულ პუნქტზე გადასვლის თავიდან ასაცილებლად, ხანძრის ლოკალიზებას, მეხანძრე-მაშველებთან ერთად ადგილობრივებიც ცდილობენ.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი










