ამ წუთებში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში საცხოვრებელი სახლი იწვის.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ოჯახმა ბინის დატოვება მოასწრო და დაშავებული არავინ არის.
ხანძრის შედარებით დიდი მასშტაბის გამო, ადგილზე 5 სახანძრო ეკიპაჟია მობილიზებული. რამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა, საცხოვრებელ სახლში, ჯერჯერობით უცნობია.
შემთხვევის ადგილზე, სამართალდამცავებიც იმყოფებიან, რომლებმაც ხანძრის წარმოშობის მიზეზი უნდა დაადგინონ.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











