თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურა საჩიშვილი მოკლეს. ზედა კიდურის არეში დაჭრილია თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილი.
წინასწარი ინფორმაციით, საჩიშვილს თელავის პოლიციის უფროსის მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა ესროლა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ისინი ერთ- ერთ ადგილობრივთან სუფრაზე იმყოფებოდნენ, სადაც მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და მომხდარის დეტალებს სწავლობენ.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











