ქალაქ თელავის შესასვლელში, ცენტრალურ მაგისტრალზე, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა შუახნის ქალი, გზის გადაკვეთას აპირებდა.
ის სწრაფი გადახდის აპარატთან თანხას იხდიდა და შემდეგ, გზის მეორე მხარეს გადასვლა სცადა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ, თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა.
ამ წუთებში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ექიმები აკვირდებიან. შემთხვევის ადგილზე, ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











