fbpx
15/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თელავში ისტორიული ჭადრის გადარჩენას სპეციალისტები ცდილობენ

13:55 აპრილი 17, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
879
ნახვა

თელავში მრავალსაუკუნოვანი ჭადრის გადასარჩენად სპეციალისტებმა მუშაობა დაიწყეს.

დღეს, მცენარეთა დაცვის ინსტიტუტისა და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ჭადრის სანიტარული დათვალიერება ჩაატარეს და ნიადაგის ანალიზი აიღეს.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თამილა ნადირაძე, რომლის ინიციატივითაც, ჭადრის კვლევები დაიწყო, განმარტავს, რომ საუკუნოვანი ხის ფესვთა სისტემა ცოცხალია და მისი მკურნალობა შესაძლებელია.

„ნიადაგის აღება იმ მიზნით მიმდინარეობს, რომ შესაბამისი ანალიზი გაკეთდეს, რა სჭირდება ფესვთა სისტემას. ჭადარს ფოთლები გამოტანილი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხლობს. ფიტო- სანიტარული დათვალიერება და სხვა აუცილებელი კვლევები გვეტყვის, კონკრეტულად რა დახმარება უნდა განხორციელდეს, ხის გადასარჩენად. ამ ეტაპზე, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, გერმანელი სპეციალისტი, ადგილზე, ჭადართან მუშაობას ვერ ახერხებს. ჩვენი ცნობილი კოლეგა დეტლერ კოხი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ აქ დიდი სამუშაო ჩაატარა, კვლევების განხორციელებაში დაგვეხმარება“,- განაცხადა ნადირაძემ.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელის, დავით ქსოვრელიშვილის განმარტებით, კვლევების შემდეგ ჭადრის რეაბილიტაციის ხარჯებს მერია გაიღებს.

„სპეციალისტები იღებენ საჭირო ანალიზებს და კვლევისათვის გერმანელ კოლეგებს გადაუგზავნიან, რომლებიც პანდემიამდე, ჭადრის გადარჩენის საკითხში იყვნენ ჩართულები. ჩვენ მოგვივა შესაბამისი კალკულაცია და რა თანხაც იქნება საჭირო, მერია დახარჯავს“,- განაცხადა ქსოვრელიშვილმა.

გერმანელმა სპეციალისტმა დეტლერ კოხმა, თელავის ჭადარს მკურნალობა, 2016 წელს ჩაუტარა.

მეცნიერის მიერ განხორციელებული სამუშაოს ღირებულება 35 000 ევრო იყო, საიდანაც , 4 500 ლარი თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ, დანარჩენი კი, თელავთან დაძმობილებულმა გერმანულმა ქალაქმა, ბიბერახმა დაფარა.

ათასწლოვანი ჭადარი, თელავის ისტორიულ უბანში, ერეკლე მეორეს სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დგას და თელავის სავიზიტო ბარათად ითვლება.

საუკუნოვანი ხის სანახავად, სხვადასხვა ქვეყნებიდან და საქართველოს კუთხეებიდან, ასობით ადამიანი დადის.

თელავის ჭადარი სადისერტაციო თემად გამოიყენა, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის დოქტორანტმა, ესპანელმა დენდოქრონოლოგისტმა მარტა დომინგეს-დელმასმა, რომელიც წლების განმავლობაში კავკასიაში მუშაობდა. ჭადრის გარშემოწერილობა 12 , ხოლო სიმაღლე, 40 მეტრს აღწევს.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი 

თეგები: თელავი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

თელავის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი მოვალეობის შესრულებას შეუდგა

ნოემბერი 22, 2021
773
მთავარი ამბავი

ვერდიქტი გამოტანილია – ნაფიცმა მსაჯულებმა თელავში კლინიკის დირექტორის მკვლელობისთვის დაკავებული პოლიციელი გაამტყუნეს

სექტემბერი 23, 2021
837
რეგიონები

თელავში წყლის სისტემის ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო

სექტემბერი 16, 2021
767

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია