fbpx
10/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თელავში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ხვალ საბოლოო ვერდიქტს გამოაცხადებს

12:55 სექტემბერი 21, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
823
ნახვა

ხვალ, თელავში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, გახმაურებული მკვლელობის საქმეზე საბოლოო ვერდიქტს გამოაცხადებს.

12 ნაფიცი მსაჯულის გადაწყვეტილება, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ, პოლიციის მაღალჩინოსანს, ვანო ზანდარაშვილს ეხება.

გარდაცვლილი ექიმის ოჯახის წევრის აკა საჩიშვილის განმარტებით, ბრალდებულის დაცვის მხარის მცდელობის მიუხედავად, მას სამართლიანი ვერდიქტის იმედი აქვს.

„ყველა ბინძური მეთოდი გამოიყენეს, რომ ზურა ნეგატიურად წარმოეჩინათ. მოიყვანეს მოწმეები, რომლებსაც არასოდეს ზურასთან კავშირი არ ჰქონიათ და ათასი უბედურება მოაყოლინეს. პროკურორსა და ჩვენს დაცვას ყველა არგუმენტი ჰქონდა იმისათვის, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება დადგეს“,- განაცხადა საჩიშვილმა.

სწორი ვერდიქტის იმედი აქვს, ბრალდებულის დაცვის მხარესაც, რომელიც ორ კვირაზე მეტია, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, აფექტის მდგომარეობაში ჩადენილ მკვლელობაში არწმუნებს.

„ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მსაჯულები დავარწმუნეთ, რადგან ვანო ზანდარაშვილის მიმართ, ადგილი ჰქონდა მძიმე შეურაცხყოფას და აფექტის მდგომარეობა დადგენილია ექსპერტიზის დასკვნით|“,- ამბობს ადვოკატი, გიორგი გაბოძე.

მკვლელობა 2020 წლის 25 დეკემბერს, სოფელ იყალთოში მოხდა. შემთხვევის დროს, გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა ერთი პირი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო თელავში 7 სექტემბრიდან მიმდინარეობს. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილება, საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი 

თეგები: მკვლელობა

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ქალი მოკლეს

იანვარი 30, 2022
772
მთავარი ამბავი

ხელვაჩაურში მამაკაცმა ცოლ-შვილი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

დეკემბერი 9, 2021
856
სამართალი

ერთი ძმის მკვლელობისთვის და მეორე ძმის დაჭრისთვის სამართალდამცველებმა თბილისში ბრალდებული დააკავეს

ოქტომბერი 17, 2021
845

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია