fbpx
16/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თელავში საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობისათვის დაკავებულ პოლიციის მაღალჩინოსანს ბრალი დაუმძიმდა

14:38 აპრილი 6, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
809
ნახვა

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობისათვის ბრალდებულ პოლიციის მაღალჩინოსანს ბრალი დაუმძიმდა.

თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს, ვანო ზანდარაშვილს გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ნაცვლად, 109- ე მუხლით გათვალისწინებულ, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება.

ბრალდებულის ადვოკატის, არჩილ ბერიანიძის განმარტებით, დეტალების მედიასთან გასაჯაროება ბრალდებულის თანხმობის გარეშე არ სურს.

„საქმის მასალებს, ბუნებრივია, ვიცნობ. თუმცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისა და მისი ოჯახის თანხმობის გარეშე, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“,- განაცხადა ბერიანიძემ.

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს გარდაცვლილი დირექტორის, ზურა საჩიშვილის ოჯახის წევრები, ბრალდებულისათვის ბრალის დამძიმებას ეთანხმებიან. მოკლულის ბიძაშვილის, აკა საჩიშვილის განმარტებით, საქმის ამჟამინდელი კვალიფიკაცია, სწორია.

„თავიდანვე ვამბობდით, რომ ქმედება 109- ე მუხლით უნდა დაკვალიფიცირებულიყო. ვეთანხმებით გამოძიებას, რომ ბრალი დაამძიმა და ველოდებით სასამართლო პროცესს, სადაც ყველაფერი კიდევ უფრო უკეთესად გამოჩნდება“,- განაცხადა საჩიშვილმა.

საქმის ახალ კვალიფიკაციას ეთანხმება მკვლელობის ერთ- ერთი მთავარი მოწმე, თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი, ლევან ბერძენაშვილიც.

„გაუთქმელობის ხელწერილზე მაქვს ხელი მოწერილი და დეტალებზე ვერ დაგელაპარაკებით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ რაც იქ მოხდა, ჩემს ჩვენებაში ეგ არის აღწერილი და რა ქმედებაც განხორციელდა, ზუსტად ისე დააკვალიფიცირა გამოძიებამ“,- განაცხადა ბერძენაშვილმა.

მკვლელობის საქმე განსახილველად თელავის რაიონულ სასამართლოს უკვე გადაეცა. წინასასამართლო სხდომა 8 აპრილს არის ჩანიშნული.

მკვლელობა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, 2020 წლის 25 დეკემბერს მოხდა. თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა, თავისივე სამსახურებრივი იარაღით, პოლიციის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანაში, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურა საჩიშვილი, რამდენიმე გასროლით მოკლა.

შემთხვევის დროს, მსუბუქად დაიჭრა, თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი, ლევან ბეძენაშვილიც. ავტომანქანაში იმყოფებოდა, მესამე პირიც, რომელსაც დაზიანება არ მიუღია. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა სუფრასთან ურთიერშელაპარაკებას მოჰყვა.

გამოძიება საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108- და 117- ე მყხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და სხეულიგანზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მოგვიანებით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქმედება 109- ე, დამამაძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაკვალიფიცირდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს, 11- დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, საქმეზე ვადის გახანგრძლივების შესახებ, სწორედ ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის არარსებობის გამო, „პრაიმტაიმი“ წერდა.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი 

თეგები: მკვლელობა

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ქალი მოკლეს

იანვარი 30, 2022
772
მთავარი ამბავი

ხელვაჩაურში მამაკაცმა ცოლ-შვილი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

დეკემბერი 9, 2021
856
სამართალი

ერთი ძმის მკვლელობისთვის და მეორე ძმის დაჭრისთვის სამართალდამცველებმა თბილისში ბრალდებული დააკავეს

ოქტომბერი 17, 2021
845

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია