თელავის ერთ-ერთი საბავშვო ბაღი 12 კალენდარული დღით ფუნქციონირებას წყვეტს. დაკეტვის მიზეზი ბაღის მასწავლებლის კორონავირუსით ინფიცირება გახდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, პედაგოგთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში გადავლენ, ხოლო ფუნქციონირების დაწყებამდე, საბავშვო ბაღს დეზინფექცია ჩაუტარდება.
თელავის მუნიციპალიტეტში, საჯარო სკოლის პედაგოგის ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდ- 19, სოფელ წინანდლის საჯარო სკოლის პედაგოგს დაუდასტურდა.
ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, სწავლას დისტანციურ რეჟიმში, მხოლოდ ერთი კლასი გააგრძელებს, მასწავლებელთან კონტაქტში მყოფი პირები, კი თვითიზოლაციაში გადავლენ.
სკოლაში პედაგოგებისა და მოსწავლეების მკაცრი მონიტორინგი დაიწყება. მთლიანად რეგიონში, დაინფიცირებული მასწავლებლების რიცხვი, ყოველდღიურად იზრდება.
დღეს კახეთში, კორონავირუსის 42 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 327- მდე გაიზარდა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











