თელავში შაქრის ფასი გაიზარდა. სურსათის მაღაზიებში, ერთი კილოგრამი შაქრის ფასი, 10- 15 თეთრით არის მომატებული.
ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომლის განმარტებით, ფასის მატება თითქმის ერთი კვირაა დაიწყო.
„შაქარმა უცბად მოიმატა. ჩვენთან 15 თეთრით გაძვირდა, ზოგან 10 თეთრით. ეს დამოკიდებულია იმაზე, თვითონ მაღაზიას, რა ფასში მიაწვდის სადისტრიბუციო კომპანია“, – განაცხადა სუპერმარკეტის კონსულტანტმა.
სადისტრიბუციო კომპანიაში განმარტეს, რომ მომწოდებლებმა ერთი ტომარა შაქრის ფასი, უკვე სამი ლარით გაზარდეს.
„აქამდე ტომარა 89 ლარი ღირდა, ახლა უკვე 92- ს ვიხდით. ეს თავისთავად, ფასის გაზრდას იწვევს“, – განაცხადეს კომპანიაში.
შაქარზე ფასის გაზრდამდე, თელავში პურიც გაძვირდა. მწარმოებლებმა, ერთი პურის ფასი, 10- 30 თეთრით გაზარდეს.
ქალაქების ჩამონათვალში, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულებია გამო, 28 ნოემბრიდან, მთავრობის გადაწყვეტილებით, კონკრეტული აკრძალვებია შემოღებული, კახეთის რეგიონიდან, მხოლოდ თელავი მოხვდა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











