თელავში შემოსავლების სამსახურის სერვის ცენტრის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
წინასწარი ინფორმაციით, კაცის ინფიცირების წყარო მისივე თანამშრომელია, რომელსაც კოვიდ- 19 ორი დღის წინ დაუდასტურდა.
ეპიდემიოლოგები ინფიცირებული პირის კონტაქტების გამოვლენასა და თვითიზოლაციაში გადაყვანაზე მუშაობენ.
მათ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, გააგრძელებს თუ არა მუშაობას შემოსავლების სამსახურის თელავის სერვის ცენტრი, ჩვეულებრივ რეჟიმში.
აღსანიშნავია, რომ ინფიცირებული თელავის რაიონულ სასამართლოშიც იმყოფებოდა, სადაც პრიოცესს ესწრებოდა.
ბოლო მონაცემებით, თელავში კორონავირუსის 13 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











