თბილისში, თემქაზე ე.წ. არაშენდას კორპუსში ლიფტი ჩავარდა.
როგორც “პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ლიფტში 6 პირი იმყოფებოდა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი.
“მსუბუქი დაზიანება მიიღო მხოლოდ ერთმა ქალმა. ამ დროისთვის ლიფტიდან ყველა ამოყვანილია”, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების სამსახურში.











