საესტრადო მომღერალს, ანსამბლ „ივერიას“ წევრ თემურ წიკლაურს ხუთშაბათს, კოჯორში, შვილის გვერდით დაკრძალავენ.
პანაშვიდი დღეს და ხვალ ლურჯ მონასტერში გაიმართება. გასვენება კი ხუთშაბათს, 14:00 საათზე იქნება.
შეგახსენებთ, 75 წლის თემურ წიკლაური კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში დეკემბერში მოათავსეს. მდგომარეობის გართულების შემდგომ მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.











