fbpx
18/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს

21:38 დეკემბერი 7, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
812
ნახვა

სამწუხაროდ, კოვიდ პანდემია ძალიან მძიმე გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და მით უმეტეს საქართველოს მსგავსი შეზღუდული რესურსების მქონე ქვეყნებისთვის და ობიექტურად ქმნის უამრავ სერიოზულ პრობლემას, კერძოდ ერთდროულად 27 ათასზე მეტი აქტიური კოვიდ პაციენტის შეფერხებების გარეშე მართვა ძალიან ძნელია, – ამის შესახებ აღნიშნულია ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.

„მინდა, გამოვეხმაურო მოსახლეობის იმ ნაწილის კითხვებს და ხშირად სამართლიან პრეტენზიებს, რომელთაც COVID პანდემიის პირობებში რეალურად შეექმნათ პრობლემები, მათ შორის სერიოზულიც: რატომ ყოველთვის ვერ ხერხდება დროული ტესტირება, რატომ იგვიანებს ტესტების პასუხები, რატომ ჭირს 112-თან და ოჯახის ექიმთან დაკავშირება, რატომ იგვიანებს სასწრაფო დახმარების ბრიგადები, რატომ არ არის ჰოსპიტლებში თავისუფალი ადგილები და ვერ ხერხდება დროული ჰოსპიტალიზაცია. რატომ არ მოემზადა სახელმწიფო უკეთესად და ა.შ.

სამწუხაროდ, COVID პანდემია ძალიან მძიმე გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და მით უმეტეს საქართველოს მსგავსი შეზღუდული რესურსების მქონე ქვეყნებისთვის და ობიექტურად ქმნის უამრავ სერიოზულ პრობლემას, კერძოდ ერთდროულად 27 ათასზე მეტი აქტიური COVID პაციენტის შეფერხებების გარეშე მართვა ძალიან ძნელია. მერწმუნეთ, ანალოგიური და ხშირად უფრო მეტი პრობლემებია ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერ და მეტი რესურსების მქონე ქვეყნებშიც. თუმცა, ეს ნაკლები ნუგეშია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც კონკრეტული სამედიცინო დახმარების მიღება უგვიანდებათ.

საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებს, ჯანდაცვის სამინისტროს და ექიმებს კარგად აქვთ გაცნობიერებული ყველა ეს პრობლემა, ისევე როგორც თავიანთი პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე. ძალიან ვწუხვართ იმ უხერხულობისთვის, რაც მოსახლეობის ნაწილს ექმნება. ყველა სტრუქტურა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა ადამიანებს ნაკლები პრობლემები შეექმნათ. სისტემატურად იზრდება ე.წ. COVID კლინიკების რაოდენობა (ა.წ. მარტში იყო 15 კლინიკა, ახლა – 82 კლინიკა).ფართოვდება საწოლფონდი  – ზაფხულში მობილიზებული იყო 1620 საწოლი, ახლა 7 000-ზე მეტი. ქვეყანას საკმარისზე მეტი აქვს (2 000-ზე მეტი ) ხელოვნური სუნთქვის აპარატები, მათ შორის 700-ზე მეტი აპარატი უშუალოდ COVIDკლინიკებში. ქვეყნის პრაქტიკულად ყველა COVID კლინიკაში უკვე დაინერგა ან ახლო მომავალში დაინერგება ე.წ. high flow (ჟანგბადის მაღალი ნაკადით მიწოდების) მეთოდიკა, რაც შეამცირებს ინტუბაციების რაოდენობას და შეამცირებს სიკვდილობას“,-  აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

მისივე თქმით, კლინიკების და COVID სასტუმროების ქსელი უზრუნველყოფილია ე.წ. ჟანგბადის კონცეტრატორებით.

„ფართოვდება ე.წ. COVID სასტუმროების ქსელი, მობილიზებულია 76 ასეთი სასტუმრო – 5 378 ადგილით.ამ სასტუმროებში მუშაობს 272 ექიმი, 319 ექთანი და 51 სტუდენტი ექთნის პოზიციაზე. ამ სასტუმროებში სხვა სიკეთეებზე (სამედიცინო მეთვალყურეობა და სხვ.) რომ არაფერი ვთქვათ, ხდება COVID პაციენტების გაცილებით უფრო ეფექტიანი იზოლაცია, ვიდრე ეს შესაძლებელია ბინის პირობებში. საგულისხმოა, რომ COVID სასტუმროები საქართველოს „ნოუ ჰაუ“ და ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. რაღაც მსგავსი აქვთ მხოლოდ სამხრეთ კორეაში, ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში კი – არა.

ფართოვდება (ორმაგდება) PCR და სწრაფი/მარტივი ტესტირება და დღე-ღამეში გაკეთებული ტესტების რაოდენობით საქართველო უკვე გაუთანაბრდა ევროპის წამყვან ქვეყნებს. მანამდე ვიყავით საშუალო ევროპულ დონეზე. ძლიერდება და ფართოვდება სასწრაფო დახმარების სამსახური, იზრდება COVID პაციენტებთან მუშაობაში ჩართული ოჯახის ექიმების, მათ შორის კერძო სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმების, რაოდენობა (2 000-ზე მეტი ოჯახის ექიმი). შექმნილია 61 ე.წ. „ონლაინ კლინიკა“(ა.წ. მარტში იყო 25), რომლებიც მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში. ამ კლინიკებში არის 125 ბრიგადა, რომელშიც ჩართულია 756 ოჯახის ექიმი. სახელმწიფოში და სამინისტროში იქმნება ან მოდერნიზდება კრიზისული სიტუაციების უკეთესად მართვისთვის აუცილებელი სტრუქტურები.

ყოველდღიურად იხვეწება COVID პაციენტების ტრიაჟის პრინციპები და ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები, მაგრამ ეს ადვილი არ არის, რადგან COVID-19 იმდენად არაპროგნოზირებადი დაავადებაა, რომ ოპტიმალური ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმებიც კი ვერ იძლევა გარანტიას ზუსტად განისაზღვროს, რომელი პაციენტი შეიძლება დამძიმდეს და რომელი – არა“,- აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში დღემდე არავინ დაზარალებულა ხელოვნური სუნთქვის აპარატების, მედიკამენტების და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ნაკლებობის გამო და ყველაფერ ამის მიღწევა, როგორც ცერცვაძე ამბობს, ადვილი არ ყოფილა.

„პაციენტების კლინიკური მართვა ხდება ყველაზე მაღალი საერთაშორისო სტანდარტებით და ინოვაციური მიდგომებით, რაც COVID შემთხვევების მკვეთრი ზრდის მიუხედავად, განაპირობებს ევროპის ქვეყნებს შორის COVID-19-ით გარდაცვალების ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს (0,93%) და ჰოსპიტალს გარეთ გარდაცვლილი პაციენტების ძალიან დაბალ რიცხვს (სულ ერთეული პაციენტი), მაშინ როცა სხვა ქვეყნებში ასეთები ასეული და ათასებია. საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით ასევე გაცილებით ნაკლებია ახალგაზრდა ასაკში გარდაცვალების შემთხვევები. ამის მიუხედავად პაციენტის გარდაცვალების თითოეული შემთხვევა, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში, უდიდესი ტრაგედიაა თითოეული ჩვენგანისათვის და გვერწმუნეთ, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილი პაციენტების რიცხვი კიდევ უფრო შემცირდეს (სამწუხაროდ, ამის მთლიანად თავიდან აცილება შეუძლებელია).

სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგა, რათა საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყებას, რისი მიღწევაც ჩვენი რესურსების მქონე ქვეყნისთვის ადვილი არ იყო.

ყველაფერი ის, რაც უკვე გაკეთდა, ან კეთდება, იძლევა იმედს, რომ საქართველო შესაძლოდ მოკლე დროში და მინიმალური ადამიანური დანაკარგებით გაუმკლავდება საუკუნის უდიდეს გამოწვევას – COVID-19-ის პანდემიას“,- აღნიშნულია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.

თეგები: თენგიზ ცერცვაძე

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძე: ინფიცირებიდან პირველი 8-10 დღის განმავლობაში თუ მოგვმართავენ, დაავადების დამძიმებას თავიდან აიცილებენ

დეკემბერი 1, 2021
831
საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძე: თუ ვაქცინაციის მაჩვენებელი არ გაიზარდა, პანდემიის დაძლევაზე ლაპარაკი ზედმეტია

დეკემბერი 1, 2021
926
მთავარი ამბავი

თენგიზ ცერცვაძე გამაფრთხილებელ მიმართვას ავრცელებს

ოქტომბერი 22, 2021
794

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია